ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ მაქვს
ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ მაქვს

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

ამასთან, ბურჯანაძე ვერ საუბრობს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის შტაბს.

„ვერ გეტყვით, რა პერსპექტივა ექნება ამ შტაბს. როგორც ვხვდები, ეს არის ბატონი სააკაშვილის ინიციატივა,რომ იქ ახალგაზრდული ორგანიზაციები და არასამთავრობოები ან საზოგადოების წარმომადგენლები შეკრიბოს,  გააძლიეროს საკუთარი პარტია, ეს მისი უფლება გახლავთ. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ყოველ შემთხვევაში ეს მე არ მეხება, ვისაც ენდომება, შეუძლია, მივიდეს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, სააკაშვილის პირად შტაბთან ვითანამშრომლო. ჩვენ აქ ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ამ ფორმატში და ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს,რომ აბსოლუტურად სწორად მიგვაჩნია ის ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ. მე ჩემი პოზიცია და ჩემი დამოკიდებულება გითხარით. როგორც ის ამბობს, აპირებს ოპოზიციას მოუმატოს მხარდამჭერები, მათ შორის ისინი, ვინც ნეიტრალურები არიან. თუ ამას შეძლებს, შეძლებს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან ხსნის შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად ითანამშრომლებს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.