ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია
ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს, პუტინის პირად პატიმარსაც უწოდებენ, გარდა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრისა, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

„მოდით, ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და ჩვენ თუ ბიძინა ივანიშვილს არ გავათამამებთ აქ, მაშინ ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა – ვერც პუტინი, ვერც ბაიდენი, აბსოლუტურად ვერავინ ვეღარ ჩაერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანა გადააქციოს თავის ბოსტნად, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველანაირი ეპითეტები გამოვიყენოთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, რომ რაც შეიძლება, მეტხანს იყოს ხელისუფლებაში, რაც შეიძლება, გააძლიეროს თავისი ხელისუფლება ნებისმიერ ფასად და ამიტომ ზის დღეს სააკაშვილი ციხეში“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი