ნინო ბურჯანაძე - მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა არა უმრავლესობის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა
ნინო ბურჯანაძე - მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა არა უმრავლესობის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა

ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, სასაცილო მდგომარეობაშია ვართ. ცოტა უხერხულია, როდესაც ადამიანები, რომლებიც სერიოზულად გვგონია გველაპარაკებიან, გვეუბნებიან, რომ სერიოზული და გამოცდილი კანდიდატია პრემიერ-მინისტრობის. გავიხსენოთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება, რომელსაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს მეზობელთან, უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი არა თუ ვერ ფლობს ინფორმაციას, არავინ არა ჰყავს კადრები, ვერავის ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის ახლობლების და ფავორიტების გარდა. ეს ძალიან მალე დაანგრევს ამ ხელისუფლებას”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.