ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას მოუწევს, გაითვალისწინოს ის მოთხოვნა, რაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ლიდერის მიერ არის გამოთქმული
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას მოუწევს, გაითვალისწინოს ის მოთხოვნა, რაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ლიდერის მიერ არის გამოთქმული

ჩვენი პარტია ამ მოწოდებას ვერ გაითვალისწინებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ მანდატი არ გვაქვს, მაგრამ რომ გვქონდეს მაინც არ გავითვალისწინებდი, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან კონსტრუქციულია.

„ის რაც მოხდა გუშინ და გუშინწინ ამ ოფისში აჩვენებს, რომ ძალიან კონსტრუქციულია ოპოზიცია და ხელისუფლებას მოუწევს, გაითვალისწინოს ის მოთხოვნა, რაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის და საერთაშორისო ლიდერის მიერ არის გამოთქმული, მოეგოს გონს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში.

„გარწმუნებთ, ოპოზიცია საბოლოო ჯამში პარლამენტში დაბრუნდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.