ნინო ბურჯანაძე - „გირჩი“ ახმოვანებს „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრს, მართლა ღამურები ეგენი, არც ოპოზიცია რომ არ არიან და არც ხელისუფლება 
ნინო ბურჯანაძე - „გირჩი“ ახმოვანებს „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრს, მართლა ღამურები ეგენი, არც ოპოზიცია რომ არ არიან და არც ხელისუფლება 

„გირჩი“ და „ქართული ოცნება“ ერთ ხმაში საუბრობს და ეს გასაკვირიც არ არის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „გირჩმა“ დაიწყო საუბარი, რომ ისინი შუამავლები იქნებიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, გაუგებარია კიდევ ოპოზიციასთან შუამავალი პოლიტიკოსები რაში სჭირდება.

„მართლა ღამურები, არც ოპოზიცია რომ არ არიან და არც ხელისუფლება. გაუგებარია სრულიად. ისინი ახმოვანებენ „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრს. ის, რაც ელისაშვილმა გააკეთა და „გირჩიც“ აპირებს გააკეთოს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ გამოფხიზლდებიან და საღ გონებაზე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის პირდაპირ ივანიშვილის თამაში. მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული სოციალისტები“, ელისაშვილი და „გირჩის“ განაყოფი იქნება თუ არა პარლამენტში. „გირჩი“ დაიშალა როგორც პარტია და ეს არ არის ის პარტია, რომელსაც ხალხმა ხმა მისცა და სხვათა შორის, ხალხმა ხმა ძირითადად ზურაბ ჯაფარიძეს და არა იმათ, ვინც შემდეგ მოდიოდნენ სიით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.