ნინო ბურჯანაძე - გინდა ჩემი მეგობარი იყოს, გინდა მტერი, ვისი ამოცანაც არის, პარლამენტში როგორმე შეეტენოს ოპოზიცია, ნამდვილად ვერ მივიღებთ
ნინო ბურჯანაძე - გინდა ჩემი მეგობარი იყოს, გინდა მტერი, ვისი ამოცანაც არის, პარლამენტში როგორმე შეეტენოს ოპოზიცია, ნამდვილად ვერ მივიღებთ

დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხება მიღწეული ვერ იქნება, – ამის შეასხებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას –  როგორ აპირებენ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნონ, რომ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„შეთანხმება ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და მოვილაპარაკებთ. ახლა გინდა, ჩემი მეგობარი იყოს, გინდა პარტნიორი იყოს და ვინც გინდა ის იყოს, გინდა მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის ის, რომ ზედმეტი თავის ტკივილი მოიხსნას და საქართველოს პარლამენტში როგორმე შეეტენოს ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, ნამდვილად ვერ მივიღებთ.

ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში, ვისაც უნდა და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენი ქვეყანაც ირის, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში, ჩემი წილი ქვეყანაც არის. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, გინდა მტერმა მომიწონოს და გინდა მოყვარემ, გინდა მტერმა გამაკრიტიკოს, გინდა მოყვარემ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.