ნინო ბურჯანაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც ჩააგდეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი, შექმნეს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი 
ნინო ბურჯანაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც ჩააგდეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი, შექმნეს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი 

დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა ისეთი რამ, რისი ანალოგიც თანამედროვე სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვიცი,- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პირველმა პირმა, ივანიშვილმა გასცა დაპირება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის და დღეს ყველა მოატყუა.

„გამოვხატავთ ჩვენს გაოგნებას იმ არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი პოზიციის გამო, რომელიც დაიკავა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა. ქვეყანაზე და ხალხზე რომ არ ფიქრობენ, ეს დიდი ხანია ვიცით. დეპუტატებმა, რომლებმაც ჩააგდეს კანონპროექტი, მოატყუეს ქართველი ხალხი. შექმნეს უმძიმესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი. ეს ხელისუფლება დამთავრებით დასრულდება. ეს გამოიწვევს სერიოზულ არასტაბილურობას. გუშინ მოვუწოდებდი ბიძინა ივანიშვილს, რომ კრიზისი არ შეექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ შეისმინა. ვისაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ ივანიშვილს თურმე უნდოდა გატანა ამ კანონპროექტის და ჩაუგდეს, ან საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასოს, ან მასხრად ნუ აგვიგდებს. თითოოეულ დეპუტატს პასუხის გაცემა მოუწევს და მათ პოლიტიკურ კარიერას წერტილი უნდა დაესვას . ხალხის ინტერესებით ვაჭრობა, მონობა უნდა დამთავრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა კონსტიტუციური მეთოდით, რათა მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ქვეყანა აღარ იყოს არც ერთი რომელიმე პოლიტიკური გუნდის ექსკლუზიური საკუთრება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.