ნინო ბურჯანაძე - დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები საპატივცემულოა, მაგრამ ეს არ არის დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი, პარლამენტში არავინ შევა
ნინო ბურჯანაძე - დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები საპატივცემულოა, მაგრამ ეს არ არის დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი, პარლამენტში არავინ შევა

ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებისთვის და ახლაც მზად არის, მაგრამ მოლაპარაკება უბრალოდ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აქციები შეგვაწყვეტინოს და 2024 წლამდე მოლაპარაკების მაგიდასთან გვამყოფოს, ამისთვის ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხების შესრულების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ.

„თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯი და პოლიტიკური დევნა იქნება შეწყვეტილი, პოლიტპატიმრები გათავისუფლებული, ასევე შეთანხება მიღწეული ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ასეთ ვითარებაში შეიძლება პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და ის რამდენიმე თვე, რაც დასჭირდება კანონმდებლობის ცვლილებას იმუშაოს პარლამენტში. წინააღმდეგ შემთვევაში, მე დარწუნებული ვარ, აქციები არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას ძალიან სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც მას ეუბნებიან, რომ პასუხისმგებელი კრიზისის დაძლევაზე არის ხელისუფლება. რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების სურვილს, რომ პარლამენტში ყოფილიყო ეს პროცესი, ეს სურვილი ჩვენც გვქონდა, უბრალოდ ამის საშუალება „ქართულმა ოცნებამ“ არ მოგვცა მაშინ, როცა არჩევნები გააყალბა. მანდატების გაუქმების ხელახალი მოთხოვნა პირადად მიმაჩნია, რომ დამატებით სიმბოლური ჟესტია. ხელმოწერები დევს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ ხელმოწერებს დიალოგისთვის ხელი არ შეუძლიათ, არც ახლა არ შეუშლის ხელს, თუ ვინმეს არ უნდა საბაბი დიალოგის შესაწყვეტად. დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები ძალიან საპატივცემულოა და ანგარიშგასაწევია, მაგრამ ეს არ არის დირექტივა და ვერც იქნება დირექტივა, თუ არ იქნება კომპრომისი მიღწეული ასეთ შემთვევაში პარლამენტში არავინ შევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.