ნინო ბურჯანაძე - არსებობს როგორც 110/40, 120/30, ასევე 130/20-ზე ვერსია, მთავარი პრინციპია, პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად არჩევნებში 40 პროცენტი მაინც უნდა მიიღოს
ნინო ბურჯანაძე - არსებობს როგორც 110/40, 120/30, ასევე 130/20-ზე ვერსია, მთავარი პრინციპია, პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად არჩევნებში 40 პროცენტი მაინც უნდა მიიღოს

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილეს.

ბურჯანაძის თქმით, არსებობს შეთანხება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ არჩევნებში სულ მცირე 40 პროცენტი უნდა მიიღოს, რათა მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ჯერ საბოლო შეთანხება მიღწეული არ არის, საუბარი იყო პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტზე, განხილული იქნა რამდენიმე ვერსია. მთავარია, არსებობს შეთანხება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ მინიმუმ 40 პროცენტი უნდა მიიღოს, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს მთავრობა. ეს თავისთავად სწორი წინადადებაა, რომელიც იყო თავის დროზე გახმოვანებული და ახლა მსჯელობა არის. კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფორმულები, განხილვები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით იყო მოთელვა იმ ვარიანტების, რაზეც შეიძლება, საბოლოო შეთანხმება შედგეს.

ვერსიები არის სხვადასხვა, მთავარი პრინციპი არის 40 პროცენტი, ხოლო 40 პროცენტის ფარგლებში არსებობს სხვადასხვა ვერსია, როგორც 110/40-ზე, 120/30- ზე, ასევე 130/20-ზე. ეს სხვადასხვა ვარიანტებია, მთავარია, აქ ისეთი მექანიზმები იყოს ჩადებული, პირველი – პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება, თუ მას მოსახლეობის 40 პროცენტი მაინც არ უჭერს მხარს და მეორე – მაქსიმალურად იყოს პროპორციულთან მიახლოებული ის ციფრები, რომელიც იქნება საბოლოოდ შეჯერებული.

პოლიტიკური რეპრესიების თემები ბუნებრივია ყოველთვის არის განხილვის საგანი, იმისათვის რომ არჩევნები ნორნალურ გარემოში ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ პროპორციული სისტემის ან პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღება, არამედ ისიც, რომ ადამიანებს, რომლებიც კამპანიაში არიან ჩართულნი, არ უნდა ჰქოდეთ შიში, დღეს ან ხვალ ციხეში გაუშვებენ იმის გამო, რომ პოლიტიკურად აქტიურები არიან. არავის არ მოუხსნია ჩვეულებრივ საუბარშიც კი ის თემა, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.