ნინო ბურჯანაძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნებოდა რურუას, ბაგრატიონის, თუ ქიბროწაშვილის გვარი, როცა დაპირდი, უნდა შეასრულო და არ იყო გადამგდები
ნინო ბურჯანაძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნებოდა რურუას, ბაგრატიონის, თუ ქიბროწაშვილის გვარი, როცა დაპირდი, უნდა შეასრულო და არ იყო გადამგდები

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ გვარით მანიპულირებას და პროცესის დისკრედიტებას, არ გამოუვა.

ბურჯანაძის თქმით, საუბარია პრინციპზე, რომ თუ პირობა დადე, უნდა შეასრულო.

„აქ გვარზე არ არის პრინციპი, აქ თავად პრინციპზეა საუბარი, როდესაც ხელშეკრულება პრაქტიკულად შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით და ამ შეთანხმებას არღვევს ხელისუფლება.

აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნებოდა რურუას, ბაგრატიონის, ქიბროწაშვილის თუ პეტრიაშვილის გვარი, აქ არის საუბარი პრინციპზე – რომ დაპირდი, უნდა შეასრულო და არ უნდა იყო გადამგდები, მით უმეტეს – საერთაშორისო გადამგდები.

მე მიმაჩნია, რომ ან არ უნდა დაპირდე ადამიანს, ან თუ დაპირდები, უნდა გააკეთო. მე ასე ვცხოვრობდი ყოველთვის. ეს პოლიტიკაში ძალიან რთულია, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩემს სიტყვას ფასი აქვს. ასე რომ იყოს ქვეყნის ხელისუფლებაც, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვისაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი