ნინო ბურჯანაძე - ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ
ნინო ბურჯანაძე - ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ

დიმიტრი გელოვანებს ითხოვენ პოლიტიკაში და თავად საზოგადოება არის დიმიტრი გელოვანი? არ არის, რით ვერ მოგაწონეთ თავი, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა,  2020 წელმა ქართულ საზოგადოებას მისცა სრული სპექტრის არჩევანი.

„მივმართავ საზოგადოებას, 2020 წელს ალტერნატივა არ გქონდათ? მოდი, ჩამოვთვალოთ 2020 წელს რამდენი პარტია იყო: პროლეტარი შალვა, ულტრალიბერალი ბოკერია, ულტრაპრორუსული ინაშვილი, ნაკლებად პრორუსული ბურჯანაძე. ახალგაზრდა, მოტივირებული და ამბიციური ვაშაძე, „ლელო“ არაპროლეტალური ხალხისთვის. ვერ გავიგე, რით ვერ აღმოაჩინეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკოსი, ხომ არ იცით? ხალხის გარკვეული რაოდენობა სახლში დაჯდა. რით ვერ მოგაწონეთ თავი? ან პროლეტარმა შალვამ, ან ბანკირმა ხაზარაძემ, ან ბურჯანაძემ არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს. ეს არის მარტო ახსნა. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, მიშა თუ ბიძინა, რადგან 2020 წელმა ქართულ საზოგადოებას მისცა სრული სპექტრის არჩევანი. როგორიც არის საზოგადოება – ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ. რაც ერი, ის ბერი. დიმიტრი გელოვანებს ითხოვენ პოლიტიკაში და თვითონ საზოგადოება არის დიმიტრი გელოვანი? არ არის. არჩევანი არის ფართო. აი, იცით ბიძინა არ არის და მაშინ მიშა მოვა, რატომ? რატომ მოვა მიშა? მიშას ყავს კონკრეტული 30 პროცენტი. კარგი ბიძინას დავუშვათ, 40 პროცენტი, დანარჩენი 60 სად ხართ ხალხო?! რით ვერ მოგაწონეთ თავი? ძალიან დიდი ბოდიში, რითი ვერ მოგაწონეთ თავი“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.