ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ისეთი პროექტები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კონკურსში
ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ისეთი პროექტები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კონკურსში

მე თუ მოვხვდი სამეურვეო საბჭოში, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ ახალ გადაცემებზე, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ახალი გადაცემების ბადეში მოხვედრასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარდა კონკურსი, თუმცა კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე პროექტი მაინც ვერ გავიდა ეთერში, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონს.

„ეთერში გავიდა ისეთი პროექტები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა კონკურსში. მენეჯმენტმა და ამ შემთხვევაში ვასილ მაღლაფერიძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კანოს, პრინციპებს, ასეთი რაღაცის დაშვება არ შეიძლება. ეს აისახა ყველა მონიტორინგში, რომელიც აკვირდება საზოგადოებრივი ტელევიზიის მუშაობას, ეს არის დიდი პრობლემა”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში პრობლემები არის ბიუჯეტთან, ფინანსების ხარჯავსა და ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ტელევიზიას აკისრია.

“მაგალითად, არის არაერთი ვალდებულება, სადაც მაუწყებელი ვალდებულია, რომ ისეთი ტიპის და ასეთ შინაარსის გადაცემები ჰქონდეს, როგორიც არის ჟურნალისტური გამოძიება, გადაცემები, რომელიც ეთმობა დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზაციას. ამ პირობებში ჩვენ ვიგებთ, რომ ბრიუსელის ოფისი არის გაუქმებული, ჟურნალისტი, რომელიც იქ მუშაობდა არის გათავისუფლებული. ჩვენ, როგორც ჩანს, აღარ გვჭირდება ჩვენი ბიურო, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ვგულისხმობ. ერთი სიტყვით პრობლემები ძალიან ბევრია. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭოს რა ახალი შემადგენლობითაც არ უნდა შეიკრიბოს, პირველ რიგში პრობლემებზე უნდა ისაუბროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაგალითად, გვიპასუხონ, რატომ არ მოხვდა ბადეში ის გადაცემები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გაიმარჯვეს, რატომ მოხვდა ის გადაცემები, რომელთაც არ გაუვლიათ კონკურსი და დღეს არიან ეთერში”, – განაცხადა კაკაბაძემ.

ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბები

📌 კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში – ნინია კაკაბაძე ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბებში

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on 2018 წლის 13 მარტი, სამშაბათი