ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ოფისი არის გაუქმებული, ჟურნალისტი, რომელიც იქ მუშაობდა, არის გათავისუფლებული
ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ოფისი არის გაუქმებული, ჟურნალისტი, რომელიც იქ მუშაობდა, არის გათავისუფლებული

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რა ახალი შემადგენლობითაც არ უნდა შეიკრიბოს, პირველ რიგში პრობლემებზე უნდა ისაუბროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ჰქონდეს ისეთი გადაცემები, რომელიც დაეთმობა დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზაციას.

ამ პირობებში ჩვენ ვიგებთ, რომ ბრიუსელის ოფისი არის გაუქმებული, ჟურნალისტი, რომელიც იქ მუშაობდა, არის გათავისუფლებული. ჩვენ, როგორც ჩანს, აღარ გვჭირდება ჩვენი ბიურო, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ვგულისხმობ. ერთი სიტყვით, პრობლემები ძალიან ბევრია და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაგალითად, გვიპასუხონ, რატომ არ მოხვდა ბადეში ის გადაცემები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გაიმარჯვეს, რატომ მოხვდა ის გადაცემები, რომელთაც არ გაუვლიათ კონკურსი და დღეს არიან ეთერში”, – განაცხადა კაკაბაძემ.

ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბები

📌 კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში – ნინია კაკაბაძე ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბებში

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on 2018 წლის 13 მარტი, სამშაბათი