უკრაინის ხელისუფლებამ საგადასახადო რეფორმისას შესაძლოა, საქართველოს მაგალითი გაითვალისწინოს
უკრაინის ხელისუფლებამ საგადასახადო რეფორმისას შესაძლოა, საქართველოს მაგალითი გაითვალისწინოს

უკრაინის ხელისუფლებამ საგადასახადო რეფორმის დროს შესაძლოა, საქართველოს მაგალითი გაითვალისწინოს,- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა იუჟანინამ განაცხადა.

როგორც უკრაინულ სააგენტო LB.ua-თან ინტერვიუში იუჟანინა აცხადებს, უკრაინამ შესაძლოა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში მოქმედი სისტემა დანერგოს.

„მსხვილი ბიზნესის ინტერესების ლობირება საჭირო აღარ არის. დიდი ბიზნესი ისედაც შოკოლადშია. საქართველომ აამოქმედა მექანიზმი 200 ათასი ევრომდე ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესისთვის 1%-იანი გადასახადით. ჩვენ შეგვიძლია ასეთი სისტემის დანერგვა“, – აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

იუჟანინა აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.