ნილს სკოტი - ყოველ წუთს ველოდებით, რომ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაეცემა
ნილს სკოტი - ყოველ წუთს ველოდებით, რომ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადაეცემა

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში ნილს სკოტის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

„როგორც ვიცით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ ოჯახს ცხედარი გადაეცემა და რა თქმა უნდა, ორი დაკავებული ადამიანი გათავისუფლდება.

ზუსტ თარიღებზე ამ წუთში ვერ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ნილს სკოტმა.