ნილ გეიმანის ამბები სასაფლაოდან
ნილ გეიმანის ამბები სასაფლაოდან

ვისაც ცოტაოდენი წარმოდგენა მაინც აქვს თანამედროვე ლიტერატურაზე, კითხულობს და ეცნობა სიახლეებს მსოფლიო ლიტერატურაში ყური აუცილებლად ექნება მოკრული ნილ გეიმანის სახელზე. ჯერ იყო და ქართულ ენაზე გამოცემულ კორალაინის ისტორიას გავეცანით, კორალაინის ისტორიას „ვარსკლავის მტვერი“ მოჰყვა, სადაც სრულიად ჯადოსნური ამბავია აღწერილი სიყვარულზე, მერე ამერიკელი ღმერთების ბრძოლაც ვნახეთ და აგერ უკვე „სასაფლაოს წიგნსაც“ ვკითხულობთ ჩვენს ენაზე.

ნაწარმოებში მთელი მოქმედება სასაფლაოზე ვითარდება, მაგრამ სანამ სასაფლაო გამოჩნდება წიგნში, მანამდე ვეცნობით მკვლელს სახელად ჯეკი, რომელიც მთელ ოჯახს, დედას და მამას მოკლავს და ერთადერთი ვინც ამ საშინელ კაცს გადაურჩება პატარა ბიჭუნაა, რომელიც სახლიდან  გააღწევს და სასაფლაოს შეაფარებს თავს. სასაფლაოზე კი დიდი ამბები ხდება, გარდაცვლილის სულები ცხოვრებას აგრძელებენ, მხიარულობენ, ხალისობენ, უყვართ, სძულთ და მეგობრობენ ერთმანეთთან, სწორედ სასაფლაოს ბინადარი სულები გადაწყვეტენ იშვილონ პატარა ბიჭუნა სახელად არავინ არავისია, გაზარდონ იგი და დაიცვან მკვლელისგან სახელად ჯეკი.

ნილ გეიმანის რომანები ვერაფრით იქნება მხოლოდ საბავშვო ლიტერატურა, რადგანაც „სასაფლაოს წიგნში“ აღწერილია ის დიდი ტკივილი და სევდა, რაც ყველა ადამიანს თანაბრად აწუხებს, ნილ გეიმანი მარტივი და ბავშვური ენით გვაჩვენებს, რომ ადამიანის არსებობა სიცოცხლის შემდეგაც გრძელდება, სასაფლაოზე ცხოვრობენ და ხანდახან ჩვენზე ბედნიერებიც კი არიან. თუ ოდესმე გიფიქრიათ, რა არის სიკვდილი, რა ხდება სიკვდილის მერე და პასუხი ვერ მიგიღიათ, მაშინ აიღეთ ხელში ნილ გეიმანის წიგნი, რომელიც მარტივზე მარტივი ენით გვიყვება ამბავს გარდაცვლილებზე. მე მჯერა ამ ჯოდაქარი კაცის და სწორედ ამიტომ გირჩევთ მის წიგნს.