ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტო]
ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტო]

ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რესტავრატორთა ჯგუფი ავრცელებს, რომელსაც ალექსანდრე რუბაშვილი და ნანა კუპრაშვილი ხელმძღვანელობენ.

რესტავრატორი ელენე თორღვაიძე პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი საათის წინ, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, გუმბათის ქვედა ნაწილის ყელზე, კერძოდ კი, სახურავის საფარის ქვეშ რელიეფი აღმოაჩინეს, რომელზეც მღვდელმთავარია გამოსახული.

რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სხვა ნაშთებიც აღმოაჩინონ.

მათივე თქმით, ახალი აღმოჩენის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე შეატყობინეს.

დატოვე კომენტარი