ნიკორწმინდის ტაძარში კედლის მხატვრობის განათება დაამონტაჟეს
ნიკორწმინდის ტაძარში კედლის მხატვრობის განათება დაამონტაჟეს

ნიკორწმინდის ტაძარში კედლის მხატვრობის განათების სისტემა დაამონტაჟეს. ინფორმაციას ნიკორწმინდის რეაბილიტაციის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი ავრცელებს, რომელმაც ნიკორწმინდაში სამუშაოები დაათვალიერა.

განათების დამონტაჟების შემდეგ კედლის მხატვრობა უფრო მეტად ხილული გახდება.

ძეგლის რეაბილიტაცია გრძელდება. რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს ფასადების ქვის კონსერვაციას, სახურავის რეაბილიტაციას, კედლის მხატვრობის კონსერვაციას, სარკმლებისა და კარების რეაბილიტაციას.