ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს
ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლასა და მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ხვალ შეძლებს.

„ხუთი წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება და მობრძანდით ხვალო. მიზეზს არ მეუბნებიან. ხვალ თუ შემიშვებენ, შევალ. უკვე შეიძლება ეჭვიანობა, დავიწყო, რადგან გუშინ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, თუმცა ეს არ მოხდა და მხოლოდ ხუთი წუთით ვნახე“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.