ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილი სუსტად იყო, მაგრამ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს
ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილი სუსტად იყო, მაგრამ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა მზადაა, ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

„დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

კითხვაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, რამდენიმესაათიან პროცესს დაესწროს, – ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ ამისთვის მზადაა.

„სუსტადაა, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ მაგისთვის მზადაა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დაწესებულებაში მას განუცხადეს, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დაწესებულებაში რომ შევედი, ჩემი პირველი კითხვა ეს იყო და მითხრეს, რომ არანაირი კოვიდი აქ არ ყოფილა. ვიკითხე, მართლა არის დირექტორი კოვიდით ავად? მითხრეს – არა“, – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.