ნიკოლოზ ყიფშიძე - მოვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად ვნახო მიხეილ სააკაშვილი
ნიკოლოზ ყიფშიძე - მოვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად ვნახო მიხეილ სააკაშვილი

გუშინ და დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა განაცხადა.

მისი თქმით, ითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეცეს მიხეილ სააკშვილის მონახულების შესაძლებლობა.

„გუშინ ბოლოჯერ ვნახე სააკაშვილი. იყო საკმაოდ სუსტად. გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და ამიტომ ჩავატარეთ კონსილიუმი, მაგრამ ავადმყოფის გარეშე. მიშა არ გვინახავს. ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად. ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მისი ნახვა აუცილებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია და კარგი მკურნალობა სჭირდება.

„ჩვენ არც ვიცით, რამდენი ექიმია იქ. ეს არის ძალიან კომპლექსური, მძიმე პაციენტი, რომელსაც სჭირდება კარგი მკურნალობა“, – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ექიმთა კონსილიუმი განსხვავებული იყო.

„რომ ვფიქრობ ახლა დღევანდელ დღეს სხვანაირი იყო ეს შეხვედრა, ყველაფერი. იცით, რა იყო საინტერესო, ამ კონსილიუმის დროს სულ გადიოდა და შემოდიოდა ხალხი. გამიკვირდა, ეს ასე არ ხდება ზოგადად. როცა მიხვდნენ, რომ კონსილიუმმა გადაწყვიტა იმ დასკვნის მიღება, მაშინ დაიწყო მისი გადაყვანის ოპერაცია“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, არ იცის ციხის საავადმყოფოს შესაძლებლობები, ასევე რა მდგომარეობაშია პაციენტი.

„საერთოდ არ ვიცი, ეს საავადმყოფო რას წარმოადგენს, რა აპარატურა და რა პალატებია. არ ვიცი, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი. მე ერთ-ერთი მეუფისგან ვიცი, რომ დილით იყო ძალიან სუსტად. მითხრა, რომ არის ძალიან სუსტად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.