ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს

მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

„მდგომარეობა არ ვიცი. შევდივარ, რომ ვნახო და გადავხედო ანალიზებს. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს. ეს გავიგე მე დღეს დილას, გუშინ არ ვუყურებდი ტელევიზორს. თუმცა, მანამდე მე გავიგე სხვა პოზიცია ჯანმრთელობის მინისტრისგან, რომელმაც მითხრა, რომ მომაწვდის იმ საავადმყოფოების სიას, რომლებშიც შეიძლება, მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.