ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ, პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება, არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ, პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება, არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ვინახულე პრეზიდენტი. ვილაპარაკეთ ცოტა ხანი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი. ტესტებს ასე თუ ისე არაუშავს. სავსებით ნორმალური არ არის, მაგრამ თავის შიმშილობასთან კონტექსტში თუ ავიღებთ, ასე თუ ისე ნორმალურადაა. პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში. რეანომობილი დგას აქ სულ. ამ წუთში ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, მაგრამ შეიძლება, 10 წუთში იყოს საჭიროება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, კონსილიუმში გარკვეული სპეციალიზაციის ექიმების დამატება სურს.

„ჩვენ გვაქვს ჩატი კონსილიუმში. შემდეგი შეხვედრა არ დაგეგმილა, მაგრამ მე მინდა, დავამატო ამ კონსილიუმში გასტრო-ენტეროლოგი. ასევე, არითმიის სპეციალისტი. კარდიოლოგიაში არის სპეციალური განხრა, ელექტროფიზიოლოგია. ეს კარდიოლოგები სპეციალურად არიან, რომ არითმიებს უყურონ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.