ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რთული და გრძელი დღის მიუხედავად, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რთული და გრძელი დღის მიუხედავად, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული და გრძელი დღე, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„მითხრა, რომ კიდევ ერთხელ გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. ასევე მზად არის, შემდეგ სასამართლოზე გამოსვლისთვის. ხვალ ალბათ კიდევ დატვირთული დღე იქნება, დამატებითი ტესტებია გასაკეთებელი და პროცედურები. ასევე მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც მკურნალობს, ესაა პირველი კონსილიუმის ჯგუფი და გორის ჰოსპიტალის ექიმები, რომლებიც მკურნალობენ მას. 2 დეკემბრის პროცესზე არ გვისაუბრია. მითხრა მხოლოდ, რომ ძალიან უნდა 2 დეკემბერს იყოს სასამართლოზე“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.