ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება, დღეს და ხვალ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება, დღეს და ხვალ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას

მიხეილ სააკაშვილი კარგ ხასიათზე იყო, დღეს უკეთესად დადიოდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„არავითარი განსხვავება არ არის. კაი ხასიათზე იყო. გვესმოდა, აქცია იყო, სიმღერები და რაღაცები, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საკითხზე. ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. დროს ვერ გეტყვით, არ ვიცი. უფრო დღის პირველ ნახევარში. დღეს და ხვალ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას. წნევის ცვალებადობა კარგი არ არის, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს, ჰოსპიტალიზაცია კი ან არა, ანდა როდის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.

„პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ესმის, რომ თუ ძალიან ავად გახდა… ანალიზები ყველა აღებულია. ყველა მზად არის. ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია. მეც ვარ ამ კომისიაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.