ნიკოლოზ ყიფშიძე - მესამე დღეა, სხვადასხვა მიზეზით მიხეილ სააკაშვილთან არ მიშვებენ, მოვალ ხვალ დილით
ნიკოლოზ ყიფშიძე - მესამე დღეა, სხვადასხვა მიზეზით მიხეილ სააკაშვილთან არ მიშვებენ, მოვალ ხვალ დილით

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

როგორც საღამოს ჟურნალისტებს ყიფშიძემ განუცხადა, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრების სააკაშვილთან ყოფნის გამო, ციხის საავადმყოფოში მოგვიანებით შეუშვებდნენ, თუმცა, მათი გამოსვლის შემდეგ, განუცხდეს, რომ უკვე ძალიან გვიანია.

„მე მგონი, მესამე დღეა, რაც არ მიშვებენ, მიზეზი სხვადასხვანაირია – ხან დაკავებულია, ხან მითხრეს, მოიცადეთ და ა.შ. ბოლო მიზეზი მითხრეს, რომ ძალიან გვიანი არის და რასაკვირველია, ჯობია, შესვლა ხვალამდე გადავდოთო. არ ვიცი, ეს რას შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ ნამდვილად არანორმალური ფაქტია, მე მგონი. ვერაფრით ვერ ვნახე ავადმყოფი, უკვე მესამე დღეა.

ხვალ ალბათ მოვალ დილის 11:00 საათზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.