ნიკოლოზ ყიფშიძე - მე არ მინახავს სააკაშვილის ფაფის ჭამა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მე არ მინახავს სააკაშვილის ფაფის ჭამა

მე არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს და ამას ამყარებს მტკიცებულებები.

„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს. არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, ექთნებს. ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია იქ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის ოპერაცია გაიკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

„არ ვიცი, გაკეთებული აქვს თუ არა კუჭის ოპერაცია. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი“, – განაცხადა ყიფშიძემ.