ნიკოლოზ ყიფშიძე - კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თავად არ გვინახავს, გვითხრეს, რომ მას არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა
ნიკოლოზ ყიფშიძე - კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თავად არ გვინახავს, გვითხრეს, რომ მას არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა

კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი გადაუდებლად იქნას გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ უნახავს, რადგან როგორც უთხრეს, ყოფილ პრეზიდენტს კონსილიუმთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა.

„მე თვითონ ავადმყოფი არ მინახავს. კონსილიუმი გვქონდა. კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ავადმყოფი გადაუდებლად იქნას გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. ანალიზის მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი – ცუდი. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა უფრო ცუდია, მაგრამ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა კონსილიუმთან შეხვედრა. ეს ანალიზები დღეს არის აღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზეა საუბარი, ყიფშიძემ განაცხადა, რომ საუბარია მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაზე.

„გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – აღნიშნა ყიშიძემ.