ნიკოლოზ ყიფშიძე - გორის ჰოსპიტალში რატომ არ შეგვიშვეს, მიზეზი არ ვიცი, გვითხრეს, დილით 10:00 საათზე მობრძანდით და შეგიშვებთო
ნიკოლოზ ყიფშიძე - გორის ჰოსპიტალში რატომ არ შეგვიშვეს, მიზეზი არ ვიცი, გვითხრეს, დილით 10:00 საათზე მობრძანდით და შეგიშვებთო

მიზეზი, რატომ არ შეგვიშვეს ჰოსპიტალში, არავის განუმარტავს, გვითხრეს, დილით 10:00 საათზე მობრძანდით და შეგიშვებთო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

„მიზეზი, რატომ არ შეგვიშვეს, არავის განუმარტავს. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, მიზეზი არასდროს არ სახელდება ხოლმე. ჯერ თქვეს, რომ შეიძლება შეგიშვათ. მერე გვითხრეს, რომ დილით 10:00 საათზე მობრძანდით და შეგიშვებთო. მისი გადაყვანა ახლა არ შეიძლება. არ წარმომიდგენია საავადმყოფო, ექიმი არც ერთ კონტინენტზე, რომ საავადმყოფო ასეთ მდგომარეობაში ადამიანს გადაიყვანს სადმე. მისი მდგომარეობა ისედაც რთული იყო. ამას დაემატა დღევანდელი ინციდენტი. ეს არის იგივე პოსტტრავმული სინდრომი, უკვე მეორეჯერ, წამების ელემენტებით. პოსტტრავმული სინდრომის მკურნალობა არის, რომ ესეთი აღარ უნდა განმეორდეს მეორედ ავადმყოფის ცხოვრებაში. იგივე მოხდა სხვადასხვა ვარიაციით. ეს არის რთული შემთხვევა. ამას ემატება გონების დაკარგვა.

დღეს რამდენიმეჯერ დავურეკე მის მკურნალ ექიმს. გვაინტერესებდა მდგომარეობის გაგება, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.