ნიკოლოზ ყიფშიძე - გადავწყვიტეთ, პარასკევს კონსილიუმი დავნიშნოთ, შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო წონის 10 პროცენტი, რაც საკმაოდ საშიშია
ნიკოლოზ ყიფშიძე - გადავწყვიტეთ, პარასკევს კონსილიუმი დავნიშნოთ, შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო წონის 10 პროცენტი, რაც საკმაოდ საშიშია

გადავწყვიტეთ, კონსილიუმი დავნიშნოთ პარასკევს, შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო წონის 10 პროცენტი, რაც საკმაოდ საშიშია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ანალიზის პასუხები წინა კვირასთან შედარებით გაუარესებულია.

„დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო ერთი კვირის წინ, ახლა შედეგები არის უარესი. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე იყო ადრე. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დადგეს, ძალიან არასტაბილურია. პროგნოზებს ვერ მოგცემთ, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს სტრესს. გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი დავნიშნოთ პარასკევს, რადგან ხშირ-ხშირად დავაკვირდეთ. შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო წონის 10 პროცენტი, რაც საკმაოდ საშიშია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.