ნიკოლოზ ყიფშიძე - ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც უმკურნალებენ
ნიკოლოზ ყიფშიძე - ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც უმკურნალებენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნება.

როგორც ექიმმა განაცხადა, მან მონაწილეობა მიიღო ექსპერტიზაში, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ტარდება. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს უტარდება გარეგანი დათვალიერება.

„გარეგან დათვალიერება უტარდება, იღებენ ფოტოსურათებს, აქვს დაზიანებები, არ ვილაპარაკებ ამაზე. აქვს დაზიანებები და ვნახე მე. უფრო მეტ ინფორმაციას თვითონ კომისიის წევრები იტყვიან. აქვს სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები, მე შევამჩნიე, ეს დაზიანებები, ასევე ფოტოსურათებზე იყო აღბეჭდილი“,- აღნიშნა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი უკმაყოფილოა, რომ დღევანდელ სასამართლოს ვერ დაესწრო.

„სუსტად არის, ძალიან ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოს გამოსვლისთვის, ძალიან. შინაგანად გაძლიერებული იყო. ელოდა და ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა და ძალიან უკმაყოფილოა.

მედიკამენტს არ ღებულობს, ტესტების ავიღეთ, გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. ანალიზები დღეს ჩავატარეთ, ნაწილი გაუარესებულია. მდგომარეობა არ არის კარგი, ესე გაგრძელება შეუძლებელია“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

როგორც ექიმი ამბობს, მისი მთავარი რეკომენდაციაა, სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმოყოფოში გადაიყვანონ.

„ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობებით, ვითომ კონსილიუმებს ვხვდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობაზე, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ. ყველამ მშვენივრად, კარგად იცის, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით, სიკვდილით. ძალიან ბევრი მეუბნება, რატომ აბუქებო. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. ეს ვთქვი ორი კვირის წინ, რომ ამ კაცმა გაუძლო ფიზიკურად, ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა, მაგრამ კიდე რამდენ ხანს გაძლებს, ვერ გეტყვით. მე ციხეში არავითარი აპარატურა არ მინახავს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.