ნიკოლოზ ყიფშიძე – ჩემი აზრით, სააკაშვილი შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას, ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ შეიძლება დასწრება, არ მგონია, რამე შეიცვალოს
ნიკოლოზ ყიფშიძე – ჩემი აზრით, სააკაშვილი შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას, ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ შეიძლება დასწრება, არ მგონია, რამე შეიცვალოს

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.

მისივე თქმით, დასკვნა ექიმებმა უნდა დადონ.

„ჩემი აზრით, ხვალ შეძლებს პროცესზე დასწრებას. ვნახოთ, შევალ, ვნახავ და გეტყვით. მე ცალკე მოვინახულებ, „ემპათიის“ წევრებიც შედიან , შემდეგ შევიკრიბებით ექიმთან. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა და არა სხვამ. წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ შეიძლება დასწრება. არ მგონია, რამე შეიცვალოს.

საბოლოო სიტყვა ეკუთვნის თვითონ პრეზიდენტს. სამივე კომისიის დასკვნა ალბათ იქნება, რაც იუსტიციის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს. მე ვერ გეტყვით მექანიზმს, როგორ მოხდება ამ სამი კომისიის შეჯერება. როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დასკვნაც მგონი, იგივეა და იგივე თქვა „ემპათიას“ კომისიამ. ექიმებმა უნდა მისცენ დასკვნა და არა ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.