ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, რადგან „ქართუს“ მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, რადგან „ქართუს“ მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, რადგან ფული არ გვეყო, „ქართუს“ ფულს მე არ განვაგებდი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ყიფშიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „თქვენ ხელმძღვანელობდით რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2006 წლიდან, არის ინფორმაცია და კითხვის ნიშნები, რაში დაიხარჯა მაშინ „ქართუს“ მიერ საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები. საავადმყოფო გარემონტდა ფასადურადო, 1 000 საწოლი შემცირდა 90 საწოლამდე, კათედრები გაუქმდა და ექიმებმა საავადმყოფო დატოვეს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით, დღეს იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რატომ ვერ მოხერხდა მაშინ სრულად რეაბილიტაცია?“.

„რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ფული არ გვეყო. „ქართუს“ ფულს მე არ განვაგებდი, „ქართუს“ ფულს განაგებდა თვითონ „ქართუ“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, როგორც დირექტორს, არ გქონდათ ინფორმაცია, რაში დაიხარჯა 50 მილიონი?, – ყიფშიძე პასუხობს, რომ ამ ფულთან შეხება არასდროს ჰქონია.

„აბსოლუტურად არა. მე მაგ ფულთან შეხება არასდროს არ მქონია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რატომ ფინანსდებოდა თქვენი მოგზაურობა და სამკურნალო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის დასკვნები ამაზე“, – ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მისი მივლინებები ძირითადად მის მიერ ფინანსდებოდა.

„არ ვიცი, თუ არის დასკვნები, უპასუხეთ, მე არ ვიცნობ. ჩემი მივლინებები ფინანსდებოდა ძირითადად ჩემ მიერ. თუ მხედველობაში გაქვთ მივლინებები, როცა პრეზიდენტი მგზავრობდა, კი ალბათ“, – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

დატოვე კომენტარი