ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. ექიმის თქმით, სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა.

„აქ რომ მოვდიოდი, არ გითხარით, არ გაგიმხილეთ, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი იყო საკმაოდ ცუდი. ამიტომ ვაპირებდით ეგრევე გადასხმას.

გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამისი გაკეთება ციხის საავადმყოფოში. მე როცა ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ჩემთან ავადმყოფები მოჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან. ლოგიკას ვერ ვხედავ, აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება დაცული ბევრი რამ.

დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი და ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. დღეს კრიზისი გადავიარეთ. ხვალ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.