ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანეთს მამაკაცთა შორის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა [ვიდეო]

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ტურნირის ნახევარფინალში იგი უძლიერეს კონკურენტს, უნგრელ კრიზსტიან ტოტს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. „ოქროს ქულის“ დაწყებიდან ორი წუთი და თხუტმეტი წამი იყო გასული, როდესაც ნიკოლოზმა ტოტი კონტრილეთზე წამოაგო და ქულა მოიპოვა.

შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და  დასკვნით შეხვედრაში კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდა. აქამდე სპროტსმენები ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ და თითო გამარჯვება ჰქონდათ. დრამატული შეხვედრის პირველი ვაზაარი სილვა მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა. დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა.

დამატებითი დროის დაწყებიდან ორ წუთსა და ოც წამში ნიკამ მეტოქე დააიპონა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა პირველი მამაკაცი, ვინც ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.