ნიკოლოზ სამხარაძემ ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა გამართა
ნიკოლოზ სამხარაძემ ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობა და მომავალში მისი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მოლოდინზე.

ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიდერლანდების სამეფოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და დაგეგმილ არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი ამ კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.