ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეუთო-ს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

ეუთო-ს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

„გაიმართა დისკუსია თემაზე – თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება, შეიცვალოს ეუთო-ში ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე, რათა ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს. ეუთო-ს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.