ნიკოლოზ სამხარაძე - ზურაბიშვილისა და მიშელის წერილის სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება კარგია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, შესაბამისად, ვინც ხელს არ აწერს, ისინი არ იბრძვიან საქართველოს კეთილდღეობისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე - ზურაბიშვილისა და მიშელის წერილის სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება კარგია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, შესაბამისად, ვინც ხელს არ აწერს, ისინი არ იბრძვიან საქართველოს კეთილდღეობისთვის

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რა მნიშვნელობის არის ეს შეთანხმება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძე ამბობს, მისთვის წერილში განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დახმარება, მხარდაჭერა გაიზრდება, რათა საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთო ევროპულ საქმიანობაში.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი პასაჟი, რომელიც ამ წერილში ამოვიკითხე არის, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დახმარება, მხარდაჭერა გაიზრდება და მეტი ინსტიტუციური მექანიზმი შეირჩევა, რათა საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთო ევროპულ საქმიანობაში. ასევე, როგორც წერილში წერია, იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლითაც საქართველო  მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს. რა თქმა უნდა, ამ წერილის მთავარი სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება არის კარგი ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ყველა პარტია, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომებს პარლამენტში და ვინც არ აწერს, ისინი ქართველი ხალხისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან. ეს პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს მომავალი ევროპულია, – ამ სათაურით გამოაქვეყნა „ევრონიუსმა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივისტატიას.

სტატიაში 19 აპრილს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტსა და საქართველოს პერსპექტივებზეა საუბარი.