ნიკოლოზ სამხარაძე – ყურადღება უნდა მივაქციოთ კვლევებს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით რეალურ სურათს ასახავს და არა პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული ადამიანების განცხადებებს
დიდი ხანია, დავრწმუნდით, რომ ერთია პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ მეორეა ის რეალური შედეგები, რაც არის არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ სხვა მიმართულებითაც, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით სამხარაძე ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„ცხადია, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ კვლევებს, რომლებიც რეალურ სურათს ასახავს და არა პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული ადამიანების განცხადებებს“, – განაცხადა სამხარაძემ.