ნიკოლოზ სამხარაძე – ვიხსენებთ სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლს და საქართველოს უდიდეს მეგობარს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის 11 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ვიხსენებთ სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლს და საქართველოს უდიდეს მეგობარსა და მხარდამჭერს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში.
Remembering victims of Smolensk tragedy and a great friend and supporter of Georgia, President Lech Kaczynski.
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) April 10, 2021
პოლონეთის „ტუ-154“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ტრაგედიას 96 ადამიანი მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, ცნობილი პოლიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.