საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლორენ ვერლის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ვითარება უკრაინაში და მიმდინარე სამშვიდობო პროცესი.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ლორენ ვერლიმ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის კონფედერაციის უპირობო მხარდაჭერა.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამშვიდობო პროცესი უკრაინაში ნეგატიურად არ აისახოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.