ნიკოლოზ სამხარაძე - საზოგადოებამ კარგად იცის რასა იუკნევიჩიენეს პოლიტიკური მიკერძოების შესახებ, საქართველოს მიმართ მისი განცხადებები ყოველთვის მტრული ლაიტმოტივით გამოირჩევა
ნიკოლოზ სამხარაძე - საზოგადოებამ კარგად იცის რასა იუკნევიჩიენეს პოლიტიკური მიკერძოების შესახებ, საქართველოს მიმართ მისი განცხადებები ყოველთვის მტრული ლაიტმოტივით გამოირჩევა

საზოგადოებამ კარგად იცის რასა იუკნევიჩიენეს პოლიტიკური მიკერძოების შესახებ. საქართველოსა და ხელისუფლების მიმართ მისი განცხადებები ყოველთვის მტრული ლაიტმოტივით გამოირჩევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც იუკნევიჩიენემ აღნიშნა: „საქართველოს მთავრობა თუ ისე მოიქცევა, როგორც დღემდე იქცეოდა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება, მოიგონ არჩევნები“.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართული საზოგადოებისთვის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები არაფერს ნიშნავს.

„მისი დღევანდელი განცხადებაც არ არის გამონაკლისი და ამ ლოგიკაში ჯდება, თუმცა ქართული საზოგადოებისთვის მისი განცხადებები არაფერს ნიშნავს. დიდი ხანია, მის განცხადებებს შევეჩვიეთ, მისი განცხადებები არაფერს ნიშნავს, რადგან ობიექტური განცხადებები არ არის და სუბიექტურია. ამის უკან რა დგას – პერსონალური მეგობრობა, პარტიული ხაზები თუ მერკანტილური ინტერესები, ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.