ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრები გამართა როგორც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე მათი მხარდაჭერის შესახებ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა დაასრულა.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ესპანეთის, ურუგვაის, ბურუნდის, მალტის, ნამიბიის, ნეპალის, ტანზანიის, ბაჰრეინის, სიერა ლეონესა და სამხრეთ აფრიკის მაღალი დონის დელეგაციებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, აგრეთვე პარტნიორების ინფორმირების კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე და მათი მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ფორუმებზე“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დატოვე კომენტარი