ნიკოლოზ სამხარაძე - როცა ადამიანთან ერთად 15 დღის წინ ერთ გუნდში იყავი, თუ რაიმე პიროვნული მიუღებლობა არ გაქვს, მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცე
ნიკოლოზ სამხარაძე - როცა ადამიანთან ერთად 15 დღის წინ ერთ გუნდში იყავი, თუ რაიმე პიროვნული მიუღებლობა არ გაქვს, მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის კენჭისყრაზე მის წინააღმდეგ ხმის მიცემით დიდი შეცდომა დაუშვეს.

„ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, ეს არ უნდა გაეკეთებინათ. მათ შეეძლოთ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ, მაგრამ ხმის წინააღმდეგ მიცემა არ ვიცი, ეს პოლიტიკური გამოუცდელობაა, მაგრამ როცა ამ ადამიანთან ერთად 15 დღის წინ ერთ გუნდში იყავი, თუ რაიმე პიროვნული მიუღებლობა არ გაქვს, წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცე, თუმცა ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა სამხარაძემ.