ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან მათი ძალისხმევა, რითიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს ევროინტეგრაციის გზაზე, ფუჭი აღმოჩნდება
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან მათი ძალისხმევა, რითიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს ევროინტეგრაციის გზაზე, ფუჭი აღმოჩნდება

ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ისინი კარგად ხვდებიან, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს ევროინტეგრაციის გზაზე, მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „არის შეკითხვა, გვეკუთვნის თუ არა სტატუსი? საქართველოს მოსახლეობას არ ეკუთვნის, ქართველ ერს ეკუთვნის. სტატუსის მიღების დროს რა კონდენციაში ვიქნებით ჩვენ, მოსახლეობა ვიქნებით თუ ერი ვიქნებით, ეს ცოტა სხვა თემაა“.

„ამ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძე მარტო არ არის, თავის ნათქვამში ახმოვანებს ოპოზიციის დიდი ნაწილის აზრს. საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა, ლაპარაკია იმაზე, ვის უნდა და ვის – არა. ოპოზიციას არ უნდა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. არ უნდათ, რადგან ისინი კარგად ხვდებიან, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენს ქმედებებს, რომ საქართველო წინ წაგვეწია ევროინტეგრაციის გზაზე. მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება. ისინი დამარცხდებიან ამ ბრძოლაში და სწორედ ამიტომ არ უნდათ, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა სამხარაძემ.