ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს
ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს.

„ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს ორგანიზაცია თამაშობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ხელშესახებ შედეგებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა კონფლიქტები ევროპაში, გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების მსგავსს გამოწვევებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.