ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, დავარწმუნო სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო საზოგადოება, სააკაშვილისადმი მოპყრობა იქნება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით
ნიკოლოზ სამხარაძე - მინდა, დავარწმუნო სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო საზოგადოება, სააკაშვილისადმი მოპყრობა იქნება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით

მინდა, დავარწმუნო არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ საერთაშორისო საზოგადოება, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა იქნება როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სასამართლოზე წარდგომის უფლება ექნება ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებით.

„მინდა, პირველ რიგში, დავარწმუნო არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ მთელი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა იქნება როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ იქნება. მას ექნება სასამართლოზე წარდგომის უფლება ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, საკითხი, რომელიც ეხება პაციენტის ჯანდაცვას, არ არის პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხი და აღნიშნა, რომ ეს კომპეტენტური ორგანოების, პენიტენციური სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია.

„სახალხო დამცველთან დაკავშირებით შემიძლია, ერთადერთი რამ გითხრათ, რომ ეს საკითხი, რომელიც ეხება პაციენტის ჯანდაცვას, არ არის პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხი. ეს კომპეტენტური ორგანოების, პენიტენციური სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხია. შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები იმ ხალხთან, ვინც ალტერნატიული კონსილიუმშია და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.