ნიკოლოზ სამხარაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება, მით უფრო წაადგება როგორც სააკაშვილს, ასევე მართლმსაჯულებას
ნიკოლოზ სამხარაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება, მით უფრო წაადგება როგორც სააკაშვილს, ასევე მართლმსაჯულებას

მიხეილ სააკაშვილის საქმეში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება, მით უფრო წაადგება როგორც სააკაშვილს, ასევე მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საკითხის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და ამაში პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკოსები საქართველოში იქნებიან თუ საზღვარგარეთ.

„მის საქმეში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება, მით უფრო წაადგება როგორც სააკაშვილს, ასევე მართლმსაჯულებას. სახეზე გვაქვს ერთგვარი შანტაჟი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის რთული ვითარებაა, რადგან როცა კონკრეტული მოქალაქე სახელმწიფოს აშანტაჟებს, ეს არ შეიძლება იყოს მართებული. ერთადერთი სწორი გამოსავალია – ყველამ კანონით იხელმძღვანელოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.