ნიკოლოზ სამხარაძე - მალტის პარლამენტის თავმჯდომარისგან მივიღეთ გარანტია, რომ მალტა წლის ბოლოს მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პროგრესს ასახავს
ნიკოლოზ სამხარაძე - მალტის პარლამენტის თავმჯდომარისგან მივიღეთ გარანტია, რომ მალტა წლის ბოლოს მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პროგრესს ასახავს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მალტის პარლამენტის თავმჯდომარისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღეს.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, გარანტია მიიღეს, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პროგრესს ასახავს.

„მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ძალიან გულთბილ გარემოში შედგა. მისგან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ. სპიკერმა აღნიშნა, რომ მალტა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას და საქართველო არის ევროპის ნაწილი. მისი აზრით, გაფართოება უნდა დაჩქარდეს და ამისი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს საქართველო. ფაქტობრივად, გარანტია მივიღეთ, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პროგრესს ასახავს – ეს იქნება კანდიდატის სტატუსი თუ მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი, რადგან ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ და ჩვენი კულტურით, ტრადიციებით ახლოს ვართ ევროპულ ფასეულობებთან და ღირებულებებთან. ამიტომ ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვართ. პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან ძლიერი და მკაფიო მხარდაჭერა ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.