ნიკოლოზ სამხარაძე - კონსტიტუციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომაა, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს პრეზიდენტი, მის ნებისმიერ საქმიანობას აზრი ეკარგება
ნიკოლოზ სამხარაძე - კონსტიტუციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომაა, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს პრეზიდენტი, მის ნებისმიერ საქმიანობას აზრი ეკარგება

კონსტიტუციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომაა, ამის შემდეგ პრეზიდენტის ნებისმიერ საქმიანობას ყველანაირი აზრი ეკარგება, შეფასებებიც აღარ ღირს, რას გააკეთებს მომავალში, რადგან კონსტიტუციის დარღვევით კარგი საქმეები არ კეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დადასტურდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაცდომაა, რაც კი შეიძლება, ნებისმიერი თანამდებობის პირმა ჩაიდინოს ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი, მის ნებისმიერ საქმიანობას ამის შემდეგ ყველანაირი აზრი ეკარგება და, მგონი, შეფასებებიც აღარ ღირს, რას გააკეთებს მომავალში, რადგან კონსტიტუციის დარღვევით კარგი საქმეები არ კეთდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თუ ემზადება და სურს, რომ მანამდე გადადგეს, პოლიტიკური პარტია შექმნას ლომჯარიასთან ერთად და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, კი ბატონო, შეიძლება ასეთი გეგმა არსებობდეს. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ ძალას წარმატებას არ ვუსურვებ, მაგრამ ეს მათი ნებაა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.